მასკმა მთვარეზე პირველი ტურისტის ფოტო დადო

იაპონელი მილიარდელი იუსაკუ მაედძავა პირველი კოსმოსური ტურისტი იქნება, რომელიც მთვარის ირგვლივ იფრენს კომპანია SpaceX-ის რაკეტით BFR (Big Falcon Rocket) – ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ელონ მასკმა და თვითონ მაეძავამ პრეზენტაციაზე თქვეს, რომელიც კალიფორნიაში, ქალაქ ჰორტონში გაიმართა. მისია 2023 წელს არის დაგეგმილი. რაკეტა, სადაც ტურისტები იქნებიან, მთვარედან დაახლოებით 200 კილომეტრში გაიფრენს. ბილეთის ფასი არ გასაჯაროვებულა, თუმცა, მასკის თქმით, საუბარია “მნიშვნელოვან თანხაზე”, რომელიც კომპანიას BFR რაკეტის შექმნაში დაეხმარება. მოგზაურობა დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდება. SpaceX -ში თქვეს, რომ მთელი ისტორიის მანძილზე სულ 24 ადამიანია მთვარეზე ნამყოფი. მათ შორის, ბოლოს 1972 წელს მისია “აპოლონ -17”-ის წევრები.

42 წლის იაპონელი ბიზნესმენი საკუთარ ქვეყანაში ონლაინ მაღაზია Zozotown-ის დამფუძნებელია. “ფორბსი” მის ქონებას 2,9 მილიარდ დოლარად აფასებს. ასევე, ბიზნესმენი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს აგროვებს. გასულ წელს მან ნიუ-იორკის აუქციონზე ჟან-მიშელ ბასკიას ნახატი 110 მილიონ დოლარად იყიდა. იუსაკუ მაედძავა მთვარეზე ექვსი-რვა მხატვრის წაყვანას გეგმავს

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ და სამხრეთ კორეელი ლიდერების შეთანხმება და ტრამპის სიხარული
შემდეგი სტატიასულხან სალაძე: კანონპროექტი არ გააუარესებს მდგომარეობას, რა შიშებიც სასულიერო პირებმა გამოთქვეს, პირიქით სწორედ ამ ნაწილის პრევენციას ემსახურება