სულხან მოლაშვილის სახლში მეგობრები და პეტიციის ინიციატორები იკრიბებიან

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის სახლში მისი მეგობრები და სულხან მოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული პეტიციის ინიცატორები იკრიბებიან.

როგორც ისინი აცხადებენ, ოჯახის წევრებთან ერთად საპროტესტო აქციის დაგეგმვასთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

პეტიციის ინიციატორების განცხადებით, ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლთა პატივის მისაგებად, წამებისა და სისასტიკის დასაგმობად საჭიროა, რომ ერთჯერადი აქცია გაიმართოს.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ოჯახი, მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით პეტიციაზე ხელმომწერებს მიმართავს, ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლთა პატივის მისაგებად, წამებისა და სისასტიკის დასაგმობად ერთჯერადი აქცია გაიმართოს.

როგორც მოლაშვილის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აუცილებლად უნდა დაისაჯოს სულხანის საქმეში მონაწილე ყველა დამნაშავე.

“ძალადობა, რომელიც ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს არ უნდა იყოს დავიწყებული, ამიტომ გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ ის სისასტიკე, რითიც იმართებოდა ჩვენი ქვეყანა, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა საკუთარ თავზე გამოსცადა. სულხან მოლაშვილის პეტიციაზე ხელმომწერებს პირველ რიგში, დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას სულხანისა და ჩვენი ოჯახის მხარდაჭერისთვის და გვსურს, აღნიშნულ მიმართვაში, თქვენი ყურადღება ორ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილოთ, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით ორივე საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“,-ნათქვამია სულხან მოლაშვილის ოჯახის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„ოცნება“ არჩევნების გასაყალბებლად ემზადება
შემდეგი სტატიავიოლონჩელისტი როლდუგინი: ობამას დაცვა მას პუტინთან მარტოს არ ტოვებს