„ოცნება“ არჩევნების გასაყალბებლად ემზადება

მივმართავ თხოვნით ყველას გადაიდოს სასამართლო პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე"- პაატა ბურჭულაძე რუსთავი 2-ის საქმეზე„მთელი საქართველო გვიდგას გვერდით,“ – აცხადებს მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე. მისივე თქმით, შეხვედრების პერიოდში „ოცნების“ მხარდამჭერი ვერავინ ნახა. „ორ სამ ადამიანს ვერ შევხდი, ვინც მხარს „ოცნებას“ უჭერს. ჩვენს პარტიაზე ზეწოლა ხდება. გინახავთ, ტელევიზიით რამე ცუდი ეთქვათ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, „რესპუბლიკელებზე“, „თავისუფალ დემოკრატებზე“? – არა! ყველა დარტყმა მხოლოდ ჩვენზე მოდის იმიტომ, რომ ჩვენი ეშინიათ, რადგან ხედავენ ძლიერ ძალას,“ – ამბობს ბურჭულაძე. მისივე თქმით, „ოცნება“ ხელისუფლებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუკი ხალხი არჩევნებზე არ მივა „თუ დააკვირდებით, მთავრობის ერთი წევრიც არ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ არჩევნებზე მივიდეს. ხალხი არჩევნებზე თუ არ მივიდა, ჩინოვნიკები არჩევნებს გააყალბებენ,“ – განცხადა პაატა ბურჭულაძემ სამეგრელოში სტუმრობისას.
banner
წინა სტატიაშიპუტინი ფინანსურად გავლენიანი ადამიანების სიაში ოცდამეათეა
შემდეგი სტატიასულხან მოლაშვილის სახლში მეგობრები და პეტიციის ინიციატორები იკრიბებიან