სუბარი აფრიკის დასახლებაზე: ვერ დავპირდებოდი ვერაფერს, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში

“მე ყველას ვპირდებოდი ერთსა და იმავეს, სადაც შესაძლებელი იქნება, გავაკეთებთ, დავეხმარებით გაფორმებაში”. – ამბობს სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი სოზარ სუბარი აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟის პროცესზე, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით სრულდება. მისი თქმით, თბილისის მერიამ ბოლო წლებში რამდენიმე ათასი სახლი დააკანონა, თუმცა, არის ადგილები, სადაც “ძალიან ძნელია დახმარება”.

“ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით პარლამენტში ვიყავი, როცა ეს პროცესი დაიწყო. როცა დავინტერესდი, მითხრეს, რომ ეს არის სახლები, რომლებიც ბოლო ორი-სამი თვის მანძილზე აშენდა.

მართლა ვერ დავპირდებოდი ვერავის ვერაფერს, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში, არის არაერთი დასახლება, სადაც ადამიანებს აშენებული აქვთ წლების წინ სახლები, ცხოვრობენ, ბავშვებს იქ ზრდიან, ხეხილი აქვთ დარგული, მათ ვპირდებოდით, რომ მაქსიმალურად დავეხმარებოდით, თუმცა, ამ ადამიანებს შორისაც იყო ხალხი, ვინც მეუბნებოდა, რომ ჰქონდა 1 400 კვ.მ შემოღობილი, 1 800 კვ. მეტრი. ასეთ ადამიანებს ბოდიში, მაგრამ ყველას ვეუბნებოდი – ვერ დაგპირდებით, რომ თბილისში 1 800 კვ.მ-ის დაკანონებაში მოგეხმარებით, მაგრამ მინიმუმ საცხოვრებელში მოგეხმარებით, სადაც კანონი მოგვცემს საშუალებას.

ადამიანები, რომლებმაც ბოლო 2-3 თვეში ააშენეს და მათ აქვთ სხვა საცხოვრებელი, ასეთ შემთხვევაში კანონს მართლა ყველა უნდა დავემორჩილოთ”. – ამბობს სუბარი.

banner
წინა სტატიაშიდარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
შემდეგი სტატიაევროპული საქართველოს დეპუტატები ხვალ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ