დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

კომიტეტის დებულების შემუშავება იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხი.

„ეს კომიტეტი იქნება რეფორმების მხარდამჭერი ყველა იმ მიმართულებით, რომელიც წარმოდგენილი იქნება ამ მნიშვნელოვანი გამოწვევების დროს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას და რომელიც წარმოდგენილი იქნება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზნით. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ყოველთვის იქნება ღია ყველა იმ დისკუსიისა და დებატებისთვის, რაც ხელს შეუწყობს დარგების ტრანსფორმაციას და წაადგება ქვეყნის წინსვლას“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

სხდომაზე აირჩიეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები.

პირველი მოადგილის თანამდებობაზე ბექა ლილუაშვილს დაუჭირეს მხარი, მოადგილე გოჩა ენუქიძე იქნება.

რაც შეეხება ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებულ მოადგილეს, ეს თანამდებობა ჯერ-ჯერობით ვაკანტური რჩება.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი – მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისგან არსებობს პოლიტიკური ნება, იპოვონ გზა, რათა გადაჭრან განსხვავებები დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენებაში
შემდეგი სტატიასუბარი აფრიკის დასახლებაზე: ვერ დავპირდებოდი ვერაფერს, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში