ევროპული საქართველოს დეპუტატები ხვალ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ

ხვალ, 16 დეკემბერს ევროპული საქართველოს დეპუტატები პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად ისაუბრა.

როგორც გიგა ბოკერიამ განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ცესკოს თავმჯდომარემ უკვე მიიღო განკარგულება, რომლითაც პარტიული სია ჩაიხსნა, ხვალ უკვე პარლამენტს მიმართავენ მანდატების გაუქმების მოთხოვნით.

“პროცედურულად ასეა. ჯერ ცესკომ უნდა შეაჩეროს სიები, რომ სია არ გახდეს მოძრავი. დღეს მივიღეთ პასუხი და ხვალ შეიტანენ დეპუტატები განაცხადებს. შემიძლია, დავამშვიდო ყველა ჩვენი “რადიკალი ოპოზიციონერი”, ბატონი ელისაშვილის თამადობით, რომ პრობლემა არ იქნება აქ”. – თქვა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისუბარი აფრიკის დასახლებაზე: ვერ დავპირდებოდი ვერაფერს, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში
შემდეგი სტატიალომჯარია – ხელისუფლებას აქვს უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება, თუმცა დაუშვებელია, აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს