სტუდენტები პროკურორის გადადგომას მოითხოვენ – მათ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. სტუდენტები, რომლებსაც ფინანსური პრობლემების გამო სტატუსი შეუჩერეს, და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურორ ლეონიდ გერგედავას გადადგომას მოითხოვენ.

ისანი-სამგორის პროკურორის შვილის სწავლის ხარჯები თბილისის მერიამ 5 400 ლარით დააფინანსა. ეს ინფორმაცია გუშინ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ, გაახმაურა.

პარალელურად, მერის გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობის წევრები თბილისის საკრებულოში აკრიტიკებენ და ისინი დავით ნარმანიას გადადგომას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა
შემდეგი სტატიამაკა ასათიანის ადვოკატის ინფორმაციით, თუ სასამართლო პროცესები გაიწელა, შესაძლოა “მაესტროს” სიგნალი გაითიშოს