მაკა ასათიანის ადვოკატის ინფორმაციით, თუ სასამართლო პროცესები გაიწელა, შესაძლოა “მაესტროს” სიგნალი გაითიშოს

ვინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად

“მაესტროს” ერთ-ერთი მეწილის, მაკა ასათიანის ადვოკატის, გიორგი გვენეტაძის ინფორმაციით, თუ სასამართლო პროცესები გაიწელა, ეს ნეგატიურად აისახება ტელევიზიაზე და შესაძლოა, მოხდეს “მაესტროს” სიგნალის გათიშვა.

როგორც საქალაქო სასამართლოში მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ ჟუნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა, არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომ სხდომის გადადება მოხდეს. ამის საფუძველს კი, მისი თქმით, ის იძლევა, რომ შესაძლოა გია გაჩეჩილაძემ მოითხოვოს პროცესის გადადება მანამდე, ვიდრე არ მოხდება მისი დირექტორად დანიშვნა.

“არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომ ვივარაუდოთ სხდომის გადადების თაობაზე. ამის საფუძველდ გვაძლევს ის, რომ შესაძლოა, გაჩეჩილაძემ მოითხოვოს სხდომის გადადება იმ მოტივით, რომ სასამართლო დაელოდოს დირექტორად მის დანიშვნას. თუმცა შესაძლოა, დირექტორად დანიშვნას დრო დასჭირდეს და კრედიტორები რატომ უნდა დაელოდნენ გაჩეჩილაძეს”, – განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.

მისივე თქმით, თუ პროცესი გაიწელა, ეს ნეგატიურად აისახება ტელევიზიაზე და თუნდაც უცხოელი კრედიტორები შესაძლოა აღარ დაელოდონ პროცესს და გათიშონ სიგნალი.

რაც შეეხება დაესწრება თუ არა გაჩეჩილაძე სასამართლო პროცესს როგორც მხარე, ადვოკატის განმარტებით, შესაძლოა მისი პროცესზე დასწრება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ გაჩეჩილაძემ “მაესტროს” ფული ასესხა.

“თუ მოინდომებს გაჩეჩილაძე კრედიტორად დაფიქსირებას და იმის აღიარებას, რომ მან ფული ასესხა “მაესტროს”, მაშინ მას ექნება უფლება, დაესწროს სხდომას”, – განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.

ადვოკატის თქმით, ჟურნალისტებსაც აქვთ განცხადება შეტანილი კრედიტორად აღიარების თაობაზე.

ადვოკატს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელმა ჟურნალისტმა შეიტანა განცხადება კრედიტორად აღიარებაზე, თუმცა განმარტა, რომ “ბიზნესკონტაქტის” ჟურნალისტმა 3 ლარი შეიტანა “მაესტროს” ანგარიშზე.

banner
წინა სტატიაშისტუდენტები პროკურორის გადადგომას მოითხოვენ – მათ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს
შემდეგი სტატიამთავარი პროკურატურა: მაგდა პაპიძეს მეუღლის მკვლელობის სცენარი დღიურში ჰქონდა აღწერილი