სტრიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი დააკავეს

ავსტრიაში დაკავებულია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. იტყობინებიან, რომ მან საიდუმლო ინფორმაციის გადაცემით 300 ათასი ევრო გამოიმუშავა – “ბიბისი” წერს.
70 წლის პოლკოვნიკი, სავარაუდოდ, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მუშაობდა რუსეთზე – ავსტრიული Kronen Zeitung-ი წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ის “ძალიან პროფესიონალურად მოქმედებდა”. პოლკოვნიკი აგროვებდა ინფორმაციას ავსტრიის შეიარაღებულ ძალებზე, საარტილერიო სისტემაზე, მიგრაციაზე, მაღალჩინოსან სამხედროებზე. ის რუსულ მხარეს ყოველ ორ კვირაში ერთხელ ეკონტაქტებოდა. ეჭვმიტანილი 1988 წელს გადაიბირეს რუსეთის სპესცამსახურებმა. როგორც ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა მარიო კუნასეკმა განაცხადა, მათ, ჯერჯერობით, არ შეუძლიათ თქვან, “ეს ერთჯერადი შემთხვევებია თუ არა”.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ “არასასიამოვნოდ გაოცებულია” ექს-პოლკოვნიკის დაკავების გამო.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბანკმა Global Finance-ის ორი ჯილდო მიიღო
შემდეგი სტატიამელბურნში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა