სტრასბურგში დეპუტატები ოკუპანტი რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხს განიხილავენ

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები, ოკუპანტი რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხს განიხილავენ. სხდომაზე მონაწილე ყველა ქვეყანა თანხმდება იმაზე, რომ რუსეთს მოუწევს შესაბამისი ფასის გადახდა და ის არ უნდა იყოს ისეთი ორგანიზაციის წევრი, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანის უფლებებია.

რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის გადაწყვეტილებით თქვენ ეტყვით მსოფლიოს, რომ თქვენ ხართ უშიშრები და იბრძვით ადამიანების ღირსების და სიცოცხლის დასაცავად. სწორედ ამისთვისაა ევროსაბჭო. ნუ იქნებით სირაქლემას პოზიციაში, გამოიჩინეთ სიმამაცე და უპასუხეთ რუსეთს ღირსეულად. – თქვა უკრაინის წარმომადგენელმა, ოლენა ხომენკომ

დეპუტატების განცხადებით, არასწორი გადაწყვეტილება იყო 2018 წელს რუსეთისთვის სანქციების მოხსნა.

“ჩვენ არასწორი გზავნილები გვქონდა, რუსეთისთვის 2014 წელს ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის შემდეგ, უკრაინა საქართველო და ბალტიისპირა ქვეყნები გვაფრთხილებდნენ ამის შესახებ, მაგრამ ჩვენ მაინც მოვუხსენით სანქციები 2018 წელს და დავეხმარეთ, რომ ძალები აღედგინათ. ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, ახლა ჩვენ მკვეთრი ხაზი უნდა გავავლოთ, თუ ჩვენ შევუნარჩუნებთ რუსეთს, თუნდაც ხმის მიცემის გარეშე, ეს იქნება უკრაინის თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფა” – თქვა, ნიდერლანდების წარმომადგენელმა.

“უკრაინელები, დღეს იცავენ საკუთარ ქვეყანას, მაგრამ ისინი ასევე იცავენ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას ყველასთვის ევროპაში. ევროსაბჭოს მიზანი, ერთიანი ევროპული სახლის აშენება იყო, რუსეთის ლიდერები, კი თავიანთი აგრესიული ქმედებებით… ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ იმას, თუ რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ ასევე იმას, რასაც რუსეთი აკეთებს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. ჩვენ უნდა გავრიცხოთ რუსეთი ევროსაბჭოდან” . – ამბობს გერმანიის წარმომადგენელი მაქს ლუკსი

როგორც სხდომის მონაწილეები ამბობენ, რუსეთმა საკუთარი აგრესიული ქმედებით, რუსეთის მოქალაქეები ევროსაბჭოს ფასეულობებს დააშორა.

“ჩვენ უკვე დავუწესეთ რუსეთს იმაზე დიდი სანქციები, ვიდრე ოდესმე დაგვიწესებია, რომელიმე ქვეყნისთვის….ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მინისტრმა საბჭომ მიიღოს რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის გადაწყვეტილება, მე იმედი მაქვს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ჯერ ყოყმანობენ შემოგვიერთდებიან და ამ გადაწყვეტილებას ერთსულოვნად მივიღებთ”. – თქვა, დიდი ბრიტანეთის წამომადგენელმა ჯონ ჰოუელმა

“არ შეიძლება რომ მოვითმინოთ ის, რისი მოთმენაც შეუძლებელია. ჩვენ ვიცით რა შედეგები ექნება რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვას…თუმცა ეს გზა ჩვენ არ აგვირჩევია, ის რუსეთის პრეზიდენტმა აირჩია. სწორედ მან დააშორა თავისი ქვეყანა ევროსაბჭოს ფასეულობებს”. – ამბობს ნიკოლ დურანტონი, საფრანგეთის წარმომადგენელი

banner
წინა სტატიაშილილუაშვილი: ამ დარბაზში თუ ზის ადამიანი, რომელიც ინფორმირებულია საერთოდ რა გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე ამ კრიზისს და ხელისუფლების მხრიდან თუ აქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, იქნებ გაგვიზიაროთ
შემდეგი სტატიამოწერელია – დღეს ჩვენ გვაქვს ისტორიული მომენტი, როდესაც უნდა დავასრულოთ ქიშპობა და ზეპარტიულ საკითხზე გავერთიანდეთ