„სტრასბურგის სასამართლოზე ირიბი ზეწოლა განხორციელდა“ – კახა კალაძე რუსთავი 2-ის საქმეზე

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი რუსთავი 2-თან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას და მოსაზრებას იზიარებს. კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოზე ირიბი ზეწოლა განხორციელდა:

“ის ყველაფერი, რაც ამ საქმის ირგვლივ კეთდებოდა, შეიძლება განხილული იქნას ზეწოლად. ჩვენ თუ გადავხედავთ ქრონოლოგიას ამ საქმეების მიმართ, დაწყებული ადგილობრივ მოსამართლეებზე ზეწოლით – ამის ფაქტები არსებობს, როდესაც მიდიოდა სიტყვიერი შეურაცხყოფები, გინებები და ა.შ… შემდეგ იყო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან გაგზავნილი წერილები. ეს ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ არის ირიბი ზეწოლა. პრეზიდენტმაც გააგზავნა წერილი, თუ არ ვცდები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიენერგეტიკის სამინისტრო სენაკში გაზის ტარიფის გაზრდას უსამართლობად აფასებს
შემდეგი სტატია“სუს-ის ანგარიში უნდა წარმოადგინოს რა თქმა უნდა, ხელმძღვანელმა და არა მისმა მოადგილემ” – გიორგი ტუღუში