ენერგეტიკის სამინისტრო სენაკში გაზის ტარიფის გაზრდას უსამართლობად აფასებს

ენერგეტიკის სამინისტრო სრულად იზიარებს მოსახლეობის შეშფოთებას სენაკის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი აირის ტარიფის 68 თეთრამდე გაზრდაზე და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სრულად იზიარებს მოსახლეობის განწყობას და შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გაზგამანაწილებელი კომპანიის “გასკო პლიუსის” მიერ იქნა მიღებული – სენაკის მუნიციპალიტეტში , ბუნებრივი აირის ტარიფი 68 თეთრამდე გაეზარდა. ეს ყველაზე მაღალია ტარიფია მთელ საქართველოში. ეს არის მინიმუმ უსამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან სახელმწიფო მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც მთელი მოსახლეობისთვის ინარჩუნებს სოციალურ ფასს გაზზე, გარე ფაქტორების და ბაზარზე არსებული ვითარების მიუხედავად ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ეს შეღავათი – სოციალურ გაზზე მიიღოს თოთოეულმა ოჯახმა.

სამინისტროს დაწყებული აქვს ამ საკითხზე მუშაობა, როგორც აქამდე არაერთხელ იქნა გაცხადებული, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ნაწილობრივი დერეგულირების პრაქტიკის გაუქმება და შესაბამისად მოსახლეობისთვის ტარიფის დადგენა მარეგულირებელი კომისიის მიერ, ეს გადაწყევტილება მომავალში გამორიცხავს მსგავს უსამართლო და მოსახლეობისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებს”- აღნიშნულია ენერგეტიკის სამინისტოს მიერ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი : ხელისუფლებამ დაარღვია პირობა, რომ არ დადგებოდა პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანის საკითხი
შემდეგი სტატია„სტრასბურგის სასამართლოზე ირიბი ზეწოლა განხორციელდა“ – კახა კალაძე რუსთავი 2-ის საქმეზე