“სუს-ის ანგარიში უნდა წარმოადგინოს რა თქმა უნდა, ხელმძღვანელმა და არა მისმა მოადგილემ” – გიორგი ტუღუში

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ საქართველოში უნდა დასრულდეს დრო, როდესაც არჩევნებში არის ჩართული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
,,რაც შეეხება ტერორიზმს და ზოგადად გამოწვევებს, ყველა ვაღიარებთ იმას, რომ საკმაოდ მძიმე პერიოდია მსოფლიოში და საქართველოსაც აქვს შესაბამისი გამოწვევები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია ძირითადად სწორედ ეგ არის. კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ტერორიზმის საფრთხეებზე ზრუნვა და ა.შ. მაგრამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ძალიან დიდ რესურსს ახმარს პოლიტიკური ოპონენტების დევნას, მათ მოსმენას, დაშანტაჟებას განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ეხლა ალბათ ცოტა მეტი რესურსი დარჩათ ტერორიზმთან საბრძოლველად, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდი არ აქვთ, მაგრამ ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები და ალბათ რესურსის გადატანა თავიდან მოუწევთ, რაც ძალიან სამწუხაროა. საქართველოში უნდა დასრულდეს დრო, როდესაც სამართალდამცავი სტრუქტურები და მითუმეტეს უსაფრთხოების სამსახური უშუალოდ არის ჩართული არჩევნებში. ეს არის მთავარი პრობლემა, რაზეც უარი უნდა თქვას სუს-მა, მაგრამ ბოლო დროს მიღებული კანონი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სუს-ს ეს გავლენები სჭირდება,’’- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

banner
წინა სტატიაში„სტრასბურგის სასამართლოზე ირიბი ზეწოლა განხორციელდა“ – კახა კალაძე რუსთავი 2-ის საქმეზე
შემდეგი სტატია,,რბილი ძალა”, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და შპიონაჟი-სუსის ანგარიში