სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს დეოკუპაციის პროცესს – წერეთელი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
წერეთელის თქმით, საქართველოსთვის ეს გადაწყვეტილება ისტორიულია და ბევრ კითხვას გასცემს პასუხს, შემდგომში კი ხელს შეუწყობს საქართველოს დეოკუპაციის პროცესს, მათ შორის საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებით რუსეთზე.
წერეთელმა აღნიშნა, რომ ეს ვერდიქტი ყოველგვარ შანს უსპობს ადამიანებს საქართველოს შიგნით თუ გარეთ, ვისაც მიაჩნდა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება საქართველოს ხელისუფლების ბრალი იყო.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება რაც ეხება რუსეთ-საქართველოს ომს და საქართველოს სარჩელი, რომელიც ეხებოდა ძალიან ბევრ იმ დანაშაულს, რაც მოხდა იმ პერიოდში, დღეს დაკმაყოფილებულია და რუსეთმა წააგო ეს სასაამრთლო საქართველოსთან.
ეს ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და იქნება ასევე მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შემდგომში დეოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები, კიდევ არის სხვადახვა პროცესი სასამართლოებში, ამას ძალიან შეუწყობს ხელს და ბუნებრივია მთელ იმ პროცეს, რომელიც წლების განმავლობაში აქვს საერთაშორისო ასპარეზზე, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციები თუ სხვა ინსტიტუტები, სადაც აქტუალურია საკითხები, რომლებიც უკავშირდება ომს, ადამიანის უფლებებს, დარღვევებს, სისხლის სამართლის დანაშაულებს, რაც იქნა ჩადენილი სწორედ ამ ომის პირობებში.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ზეწოლა, რათქმაუნდა, საქართველო მარტო არ იქნება ამ საქმეში და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც უკვე ახალი პრეზიდენტიც და მისი გუნდიც საქართველოს ამოუდგება მხარში, რადგან სიმართლე, როგორც არაერთხელ გვითქვამს, არის ჩვენ მხარეს.
რათქმაუნდა, ყველა იმ ადამიანს, ვისაც მიაჩნდა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ეს ომი დაიწყო საქართველომ, რათქმაუნდა, ეს ვერდიქტი და ეს გადაწყვეტილება ყოველგვარ შანსს უსპობს რაიმე რეალურობაზე ამისა, რადგან უამრავი დანაშაული მოხდა სწორედ რუსეთის მხრიდან.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა
შემდეგი სტატიალომჯარია სტრასბურგზე: დაზარალებული მოქალაქეების დაცვისთვის მნიშვნელოვანი ინსტუმენტია