სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საჩივარი მიიღო

Architect : Richard Rogers Partnership

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მომზადებული კიდევ ერთი სარჩელი მიიღო წარმოებაში, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

„საქმე სახელწოდებით ,,Berikashvili vs Georgia“ სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. შსს-ს მიერ დარბეულ დემონსტრაციაზე დაზარალებული მოქალაქე ევროპული კონვენციის მე-3, მე-10, მე-11 და მე-13 მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს.

ვახტანგ ბერიკაშვილი, რომლის სამართლებრივ ინტერესებს 2019 წლიდან „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს, 2019 წლის 20 ივნისს იმყოფებოდა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რათა გამოეხატა მშვიდობიანი პროტესტი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრომ პლატფორმა Covidpass.moh.gov.ge შექმნა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარადჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს