ჯანდაცვის სამინისტრომ პლატფორმა Covidpass.moh.gov.ge შექმნა

ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური პლატფორმა Covidpass.moh.gov.ge შექმნა, რომლის მეშვეობითაც როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი.

ბიზნესოპერატორები სწორედ ამ აპლიკაციით იხელმძღვანელებენ. კერძოდ, Covid-საშვით კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ სტატუსს შეამოწმებენ.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე დღეს პლატფორმას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გააცნობს. ფერაძის თქმით, ბიზნესოპერატორების მხრიდან აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა, ხოლო წარმატებით დანერგვის შემთხვევაში საბჭო დამატებით იმსჯელებს.

“ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია სპეციალური აპლიკაცია ე.წ. კოვიდსაშვი, რომელიც ბიზნეს სუბიექტებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ თავიანთი ვიზიტორის კოვიდ სტატუსი. ეს მათ საშუალებას მიცემთ განისაზღვროს „მწვანე ზონები“ და „მწვანე ზონისთვის“ არ გამოვრიცხავ, რომ ვიმსჯელოთ და საბჭოს რეკომენდაცია წარვუდგინოთ და განსხვავებული პროტოკოლი იყოს დაწესებული.

მოგეხსენებათ, რომ დახურულ სივრცეში 6 ადამიანის დაშვებაა ნებადართული პროტოკოლიით, მაგრამ თუ „მწვანე ზონა“ იქნება არ გამოვრიცხავ, რომ ეს რაოდენობა გაიზარდოს და პროტოკოლის მოთხოვნა არ იყოს ასეთი ობიექტების მიმართ. ჩვენ პირველ ეტაპზე ვხდებით რესტორატორებს და ეტაპობრივათ დაიწყება სხვადასხვა სექტორთანაც შეხვედრები და გავაცნობთ აპლიკაციას. პირველ ეტაპზე ეს იქნება სარეკომენდაციო ხასიათის, ხოლო წარმატებით დანერვის შემთხვევაში საბჭო იმსჯელებს დამატებით. პორტალი ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებას, რომ ადამიანს მიენიჭოს „მწვანე სტატუსი“. ეს არის ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანი, ასევე ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR კველვა, ბოლო 24 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტი ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი კოვიდ ინფექცია. თუ აქედან, რომელიმეზე ბაზაში არის რეგისტრირებული, სპეციალური აპლიკაცია მას გაამწვანებს. პორტალი დღეიდან არის ამოქმედებული, აპლიკაცია კი უახლოეს პერიოდში იქნება. აბსოლუტურად ყველა ორგანიზაციას ექნება შესაძლებლობა სარეკომენდაციო ხასიათით ეს პორტაილი დანერგონ, ხოლო როცა საბჭოს წარვუდგენთ, ვიმსჯელებთ სხვა მექანიზმებზე”, – განაცხადა ფერაძემ.

banner
წინა სტატიაშიDRI – უკანონო ფარული მიყურადება და თვალთვალი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საჩივარი მიიღო