ტუსკი: “ევროკავშირი აშშ-სთან იმუსავებს, რომ ბოლო მოუღოს სირიაში არსებულ სისასტიკეს”

“აშშ-ს ავიადარტყმები ბარბაროსული ქიმიური შეტევის წინააღმდეგ აუცილებელი სიმტკიცეს დემონსტრირებაა. ევროკავშირი აშშ-სთან იმუშავებს, რომ ბოლო მოუღოს სისასტიკეს, რომელიც სირიაში მეფობს” – განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

დღეს დილით ადრე აშშ-მ 59 ფრთიანი რაკეტა “ტომაგავკი” დაარტყა ცენტრალურ სირიაში სამხედრო აეროდრომს. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სარაკეტო დარტყმებს, სირიის პროვინცია იდლიბში სამშაბათს სირიის სამთავრობო ძალების მიერ გამოყენებული გაზის გამო, შურისძიება უწოდა.
ავიადარტყმების შედეგად 10 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა – სირიის არმიამ გაავრცელა. ამასთანავე, სირიის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო “სანა” იტყობინება, რომ ავიადარტყმებს 9 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვი, შვიდმა კი დაზიანებები მიიღო. სააგენტოს ინფორმაციით, სამხედრო ბაზის რაიონში ბევრი საცხოვრებელი სახლი სერიოზულად დაზიანდა.

სამშაბათს სირიაში, იდლიბის პროვინციაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევას 84 ადამიანი ემსხვერპლა, 500-მდე დაშავდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ სირიაში განხორციელებული ავიადარტყმები სუვერენული რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული აგრესიაა.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგის და იუნკერის კომენტარები აშშ-ს ავიადარტყმებზე
შემდეგი სტატიასუბარი: მარგველაშვილის მხარდამჭერები თუ მრჩევლები ისეთ საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, რომ პრეზიდენტი “წმინდა ძროხაა”