სტოლტენბერგი – უკრაინისთვის დასავლური ავიაგამანადგურებლების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

უკრაინისთვის დასავლური ავიაგამანადგურებლების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ნატო-ს რამდენიმე მოკავშირის გადაწყვეტილება, რომ უკრაინელი მფრინავებისთვის სასწავლო პროგრამები უზრუნველყონ, ალიანსს საშუალებას მისცემს, შემდეგ ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება მეოთხე თაობის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაზე მოკავშირეები ყურადღებას გაამახვილებენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს მიწოდებული იარაღის სისტემების ფუნქციონირება.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის პარალელურად, 15 ივნისს „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაზე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ მეტ დაპირებებს ელოდება.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – მრავალ ადამიანს უთხოვია შეწყალება, თუმცა მათ ვუხსნიდი, რომ შეწყალება არ არის გამოსავალი სწორედ ქართველი ხალხის გამო, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წელი გამოიარა
შემდეგი სტატიაკობახიძე – მიუღებელია, როცა დიპლომატები ახალისებენ პოლარიზაციას, კეზარაშვილები, ხოშტარიები და სხვები ბილწსიტყვაობისა და პოლარიზაციის წამახალისებელ განცხადებებს მწვანე შუქად აღიქვამენ