კობახიძე – მიუღებელია, როცა დიპლომატები ახალისებენ პოლარიზაციას, კეზარაშვილები, ხოშტარიები და სხვები ბილწსიტყვაობისა და პოლარიზაციის წამახალისებელ განცხადებებს მწვანე შუქად აღიქვამენ

პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც შშმ ბავშვებს იყენებენ პოლიტიკური, კოორდინირებული პროვოკაციის მოსაწყობად.

კობახიძის თქმით, თსუ-ში მოწყობილი პროვოკაცია, აგრეთვე პარლამენტში გუშინდელი პროვოკაცია ექვემდებარებოდა საერთო კოორდინაციას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია და გამოიკვეთა, რომ გუშინდელი შემთხვევა კეზერაშვილის ცოლის ძმა ჩიქოვანისა და ელენე ხოშტარიას მიერ იყო კოორდინირებული.

„ხოშტარიას აქვს თავისი კომპლექსი რუსულ რუბლებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სურს, სხვა მიმართულება მისცეს რუსულ რუბლებს, მაგრამ რუსულ რუბლებს საქართველოში აქვს ერთი მიმართულება – ეს არის ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიში. ხუთი მილიონი რუბლი ჩაერიცხა ცოტა ხნის წინ და ახლაც, ამ დღეებშიც გრძელდება თანხების მიღება, ოჯახი ეძებს ბათუმში ბინას, თბილისის შემოგარენში მიწას და ა.შ. რუსული რუბლებით ისინი ამდიდრებენ საკუთარი უძრავი ქონების ჩამონათვალს. აქვს კომპლექსი, ამას უკავშირდებოდა, ერთი და იგივე კუპიურები, რომლებიც ვიხილეთ ჩვენ თსუ-ში და საქართველოს პარლამენტში, ეს იყო ჩიქოვანის -კეზერაშვილისა და ხოშტარიას ერთობლივი ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც ეკუთვნის გუშინდელი პროვოკაციის ავტორს და თსუ-ში მომხდარი პროვოკაციის ერთ-ერთ თანამონაწილეს. ეს არის უბრალოდ ძლიან ბინძური პროვოკაცია. ამ პროვოკაციებში პირდაპირ იყო ჩართული ტელეკომანია „ფორმულა“. პირვლეში განსაკუთრებით, რადგან ჯერ ისინი მოვიდნენ და შემდეგ მოვიდნენ სხვა პროვოკატორები. კატეგორიულად მუღებელია, როცა კეზერაშვილის სისხლიანი ფული ასეთ პროვოკაციებზე იხარჯება. როცა ეს ახალგაზრდები იღებე სისხლიან ფულს კეზერაშვლისგან, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ მათ, რომ ესეც არასწორია და იმედია, ისინი სწორი მიმართულებით გააგრძელებენ ცხოვრებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, იგივე ჯგუფმა მოაწყო პროვოკაცია პარლამენტის შენობის წინ და მათ ეჭირათ ბილწსიტყვაობის შემცველი ბანერები. კობახიძის თქმით, კონკრეტულმა დიპლომატმა ამას უწოდა გამოხატვის თავისუფლება, რითაც წაახალისა ზიზღის ენა და ბილწსიტყვაობა და პოლარიზაცია.

„თავის დროზე, იგივე ჯგუფმა, ამ ე.წ. არ ვიცი, ჯიუტები ჰქვია, თუ ჭუტები და რაღცა, მოაწყო პროვოკაცია პარლამენტის შენობის წინ და მათ ეჭირათ ბილწსიტყვაობის შემცველი ბანერები. ამას კონკრეტულმა დიპლომატმა უწოდა გამოხატვის თავისუფლება. პირდაპირ კონკრეტულმა დიპლომატმა წაახალისა ზიზღის ენა და ბილწსიტყვაობა, წაახალისა პოლარიზაცია. როგორც ჩანს, ეს აღიქვეს როგორც მწვანე შუქი კონკრეტულმა ადამიანებმა, ამ ე.წ. ჭუტებმა, ჯიუტებმა, ბოდიში, და მოაწყვეს მორიგი პროვოკაციები ამ დღეების განმავლობაში. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, როცა კონკრეტული დიპლომატები საქართველოში ახალისებენ პოლარიზაციას, მათ უნდა მიხედონ საკუთარ ქვეყანაში იმ პოლარიზაციას, რომელიც ყოველდღიურად ღვივდება. ჩვენთან ნუ გააღვივებენ პოლარიზაციას, ეს ადამიანები, კეზარაშვილები, ხოშტარიები და ა.შ. დიპლომატების ასეთ განცხადებებს, ბილწსიტყვაობისა და პოლარიზაციის წამახალისებელ განცხადებებს აღიქვამენ, როგორც მწვანე შუქს. ჩვენ არ გვჭირდება პოლარიზაცია, გვჭირდება დეპოლარიზაცია. შესაბამისად, მოვუწოდებ კონკრეტულ დიპლომატებს, რომ თავი შეიკავონ მომავალში ბილწისყვაობისა და პოლარიზაციის წახალისებისგან საქართველოში. ჩვენ გვჭირდება არა პოლარიზაცია, არამედ დეპოლარაზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი – უკრაინისთვის დასავლური ავიაგამანადგურებლების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია
შემდეგი სტატია5 მილიონი რუბლი ჩაერიცხა ხოშტარიას, ბათუმში ეძებს ბინას, თბილისის შემოგარენში მიწას – კობახიძე