სტოლტენბერგი: ნატოს რუსული პროპაგანდა აშფოთებს

სტოლტენბერგი: ნატოს რუსული პროპაგანდა აშფოთებს

stნატო სამთავრობო მედიიდან წამოსული რუსული პროპაგანდით შეშფოთებულია, მაგრამ ის მას ანალოგიური მეთოდებით არ შეებრძოლება- განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იანს სტოლტენბერგმა.
“ვხედავთ, რომ რუსეთი ბევრ საშუალებას იყენებს და ინვესტიციებს სხვადასხვა პროპაგანდაში დებს. ჩვენ პროპაგანდას არ შევებრძოლებით პროპაგანდისტული მეთოდებით”- თქვა გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, სადაც 2015 წლის ანგარიშით გამოვიდა.
ნატოს მოხსენებაში მოცემულია რუსეთის გაძლიერებული სამხედრო აქტიურობა გასულ წელს, მათ შორის საუბარია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მანევრების რაოდენობაზე, რომლიც მათი თქმით, ცივი ომის შემდეგ არ გამოკვლეულა.
“ნატოს ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ პროპაგანდას პროპაგანდით ვერ შევეწინააღმდეგებით” – განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა: ხელისუფლება სპეციალური ჯგუფების მეშვეობით პროვოკაციის მოწყობას ცდილობს
შემდეგი სტატიადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორსულებს რეკომენდაციით მიმართავს