დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორსულებს რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ორსულებს რეკომენდაციით მიმართავს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამყრელიძემ განაცხადა, სწორედ ორსულები არიან გრიპის ვირუსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე.

გამყრელიძემ ორსულებს მოუწოდებს, მოერიდონ ისეთ ადგილებს, სადაც შეიძლება ვირუსის მატარებელი ადამიანი იყოს.

„ორსულები უნდა მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს ან იმ ადგილებს, სადაც ვირუსიანი ადამიანია. ვირუსის სიმპტომების გამოჩენის პირველივე შემთხვევისთანავე კი უნდა მიმართონ ექიმს. ამ დროისთვის მკურნალობას რამდენიმე ორსული ქალბატონი გადის, თუმცა შემთხვევები გართულებული არ არის“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, ფატალურ შედეგს ხშირ შემთხვევაში ექიმთან დაგვიანებული მიმართვიანობა იწვევს. ამიტომ ისინი მოსახლეობას ურჩევენ სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართონ.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი: ნატოს რუსული პროპაგანდა აშფოთებს
შემდეგი სტატიაალეკოჯან, ჩაწერილია შენი და ანასტასიას საუბარი