სტიქიის ზონაში არსებული ვითარების შესახებ დრონით გადაღებული ვიდეო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჭუბერში, სტიქიის ზონაში არსებული ვითარების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. ვიდეომასალა დრონით არის გადაღებული და მდინარე ნენსკრას კალაპოტის გასწვრივ არსებულ სიტუაციას ასახავს.

ამასთან, ვიდეოში ჩანს, რომ სოფლებში სამაშველო სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ. ჭუბერში მოწყობილია საგანგებო შტაბი. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

როგორც ცნობილია, სტიქიის ზონაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვერტმფრენით მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს. სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მუდმივი მზადყოფნაა, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნას მიღებული.

banner
წინა სტატიაში,,მოგმართავთ თხოვნით, მთავრობის დაკომპლექტებამდე გაითვალისწინეთ იუსტიციის მინისტრის როლი სასამართლო სისტემის წარუმატებელი რეფორმების პროცესში”
შემდეგი სტატიატყვარჩელში აფხაზები მგელმა დაგლიჯა