სტიქია კახეთში, გორსა და გარდაბანში – ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები

საგანგებო სიტუაციების სამსახური სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სტიქია იყო კახეთში, გორსა და გარდაბანში. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები
​კახეთში დაიტბორა სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხი სოფელი – სულ შემოვიდა 6 შეტყობინება.

​საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კახეთში, საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

გორში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები – სულ შემოვიდა 18 შეტყობინება.

მაშველების მიერ ევაკუირებულია და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი 3 ოჯახი.

​ამ დროისთვის, გორში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

გარდაბანი – სოფელი კრწანისი – დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები – სულ შემოვიდა 4 შეტყობინება. მაშველების მიერ 11 ოჯახიდან განხორციელდა 15 ადამიანის ევაკუაცია.

​სოფელ კრწანისში, საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დილის 06:00 საათზე განახლდება.

​სტიქიის შედეგად, არცერთ ქალაქში მოქალაქეები არ დაშავებულან.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას

banner
წინა სტატიაშისმიტების ოჯახის სამი წევრის სასტიკი მკვლელობა – ბრალდებული მწყემსის ოჯახი არც ექსპერტიზის დასკვნას ენდობა
შემდეგი სტატიაოკუპირებული ცხინვალისა და სირიის წარმომადგენლებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შეთანხმებას ხელი მოაწერეს