ოკუპირებული ცხინვალისა და სირიის წარმომადგენლებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ მუალემმა, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ამის შესახებ სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანა“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, ე.წ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მუალემს, სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გამო და ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. გამოცემის ცნობით, ე.წ. კოლეგებმა, ხელი მოაწერეს რამდენიმე ე.წ. შეთანხმებასაც.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 29 მაისს, სირიამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

banner
წინა სტატიაშისტიქია კახეთში, გორსა და გარდაბანში – ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები
შემდეგი სტატიათეთნულდზე დაღუპული უკრაინელი ტურისტის გადმოსვენების ოპერაცია, სავარაუდოდ, სამშაბათს განახლდება