სტამბოლში, ღამის კლუბში ხანძრის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა

სტამბოლის ცენტრში, ღამის კლუბში ხანძრის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ეკრემ იმამოღლუმ განაცხადა. ხანძარი დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა.

დაშავებულთა შორის შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

მერის ცნობით, ღამის კლუბში ცეცხლი ჩააქრეს. ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში გახსნილი აუტიზმის ცენტრი უნდა იყოს მაგალითი სხვა რეგიონებისთვისაც – ირაკლი გიორგობიანი
შემდეგი სტატიამებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს