წალენჯიხაში გახსნილი აუტიზმის ცენტრი უნდა იყოს მაგალითი სხვა რეგიონებისთვისაც – ირაკლი გიორგობიანი

„წალენჯიხაში გახსნილი აუტიზმის ცენტრი უნდა იყოს მაგალითი სხვა რეგიონებისთვისაც და სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს ამ ყველაფერს ხელი, რადგან რაც უფრო მეტი ასეთი ცენტრი გაიხსნება, მითუმეტეს მუნიციპალური დაფინანსებით და სახელმწიფო იზრუნებს ამ ბავშვებზე, მით მეტ გამოჯანმრთელებულ ბავშვს მივიღებთ შემდგომ წლებში.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი გიორგობიანმა.

ირაკლი გიორგობიანის განცხადებით – „ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად ასეთი ცენტრების არსებობა ზოგადად ქვეყანაში, რადგანაც დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში დაახლოებით 2500 ბავშვი არის ექვს წლამდე ამ გართულებით, რომელიც დიაგნოსტირებულია. საერთოდ დიაგნოსტირების პრობლემა არსებობს ქვეყანაში და რაც უფრო მეტი გაიხსნება ასეთი ცენტრები და მითუმეტეს მუნიციპალური დაფინანსებით ,ბიუჯეტური დაფინანსებით სახელმწიფო იზრუნებს ამ ბავშვებზე, მით მეტ გამოჯანმრთელებულ ბავშვს მივიღებთ შემდგომ წლებში. მთლიანობაში და მსოფლიოში სტატისტიკა არის ძალიან მზარდი ,მაგალითად,როდესაც აშშ-ში სამოციან წლებში დაახლოებით 0,25 პროცენტი იყო მოსახლეობის, დღეს ერთ პროცენტს გადასცილდა უკვე მონაცემები. სახელმწიფო მნიშვნელოვნად ჩართული უნდა იყოს ასეთი ცენტრების მშენებლობაში და მინდა ახალ ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვო ახალი ინიციატივით შემოვიდეს და ყურადღება მიაქციოს ასეთი ცენტრების დაფინანსებას. წალენჯიხაში 15 პაციენტია ,რომელიც მიიღებს სამედიცინო მომსახურებას და გაივლის რეაბილიტაციას ,რომლებიც ზუგდიდში დადიოდნენ, ახლა კი მათ ადგილზე მოემსახურებიან.“ – განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა

banner
წინა სტატიაშიაუცილებელია, უკრაინელებს მივაწოდოთ ის, რაც მათ სჭირდებათ საკუთარი თავის დასაცავად – ენტონი ბლინკენი
შემდეგი სტატიასტამბოლში, ღამის კლუბში ხანძრის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა