სტამბოლში ჩამონგრეული სახლის ნანგრევებში 48 საათის შემდეგ გადარჩენილი დაშავებული იპოვეს

პარასკევს, 8 თებერვალს მეორე გადარჩენილი იპოვეს სახლის ნანგრევების ქვეშ, რომელიც ორი დღის წინ ჩამოიშალა – თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის შს მინისტრის სულეიმან სოილუს თქმით, მაშველებმა ნანგრევების გაწმენდისას ხმა გაიგეს და მას მიყვნენ. რამდენიმე ხანში კი 16 წლის მოზარდი იპოვეს, რომელიც სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცმა ნანგრევების ქვეშ დაახლოებით 45 საათი დაყო.

შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლი 6 თებერვალს ჩამოინგრა. შენობაში იმ მომენტისთვის სულ 30 პირი იმყოფებოდა. მომხდარის მიზეზები, ჯერჯერობით, დაუდგენელია.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე ირმა ინაშვილს პასუხობს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონს ეწვია