დეკანოზი ილია ჭიღლაძე ირმა ინაშვილს პასუხობს

“ვითარცა იგი იეზაბელ რეცა აჩუენებდა ღმრთისათჳს შურის-გებასა და ღმერთსავე ჰბრძოდა!”
(ამონარიდი სინური მრავალთავიდან)

ქ-ნი ირმა ინაშვილი გამწარებული ჩემს მიერ მისი პრორუსული, მოღალატეობრივი და ანტიეკლესიური პოზიციების მხილების გამო, ვითარცა ჭეშმარიტად ახალი იეზაბელი და ჰეროდია, გავეშებული ცდილობს შურისძიებას და მლანძღავს უკანასკნელი ქუჩური სიტყვებით, მიწოდებს “იდიოტს” და “ერთუჯრედიანს”. რა უნდა ვთქვა გარდა იმისა, რომ მისი კულტურა და ზრდილობა ნულს ქვემოთაა, ისევე როგორც მისი ცოდნა საეკლესიო და თეოლოგიურ საკითხებზე. რეალურად მას პასუხები არ აქვს ჩემს კრიტიკაზე და გაანჩხლებული ისტერიულად ილანაძღება. მან დადო რამდენიმე ფოტო უკრაინის საეკლესიო ამბებიდან, თითქოსდა მისი პოზიციების გასამყარებლად, რაც ღიმილის მომგვრელია. რომელი ჭკუათმყოფელი დაიჯერებს, რომ უკრაინაში სიდიდით პირველი რელიგიური ორგანიზაციის – უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ინტრონიზაციაზე 150 კაცი ესწრებოდა, როცა ამ საეკლესიო ლიდერს, უნეტარეს ეპიფანეს 60-ზე მეტი მარტო ეპისკოპოსი ჰყავს, ხოლო მღვდლები, დიაკვნები, ბერები, მონაზვნები კი ათასობით?! რომლის ინტრონიზაციისთვის მთელი სახელმწიფო აპარატი ფეხზე იდგა?! რაც შეეხება პროშენკოს ზიარების ფაქტს გრეკო-კათოლიკებთან, ეს რუსეთუმე ინაშვილს არ უნდა გაუკვირდეს, რადგან მისი საყვარელი რუსული მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურად მადლმოსილად აღიარებს გრეკო-კათოლიური ეკლესიის საიდუმლოებს (საეკლესიო ტერმინთა უმეცარი ინაშვილი რომ არ დაიბნეს განვმარტავ, რომ საიდუმლოები ეწოდება გარკვეულ საეკლესიო მღვდელმოქმედებებს, მათ შორის ნათლობას და ზიარებას). რუსული მართლმადიდებელი ეკლესია გრეკო-კათოლიკე სამღვდელოებას (ისევე როგორც ზოგადად კათოლიკეებს) თავის წიაღში იღებს ყოველგვარი ხელახალი ნათლობის და ხელდასხმის გარეშე, რადგან ოფიციალურად აღიარებს მათ სადუმლოთა მადლმოსილებას. პოროშენკოს გრეკო-კათოლიკებთან ზიარება ეს საეკლესიო საკითხთა პროფანებს შეიძლება გაუკვირდეთ, მაგრამ მოსკოვის საპატრიარქოსთვის ნაცნობი და მისაღები წესია. ქ-ონ ინაშვილს, როგორც საეკლესიო მწერლობის უცოდინარს, ქუჩის სიტყვები ეგონა ჩემს მიერ ნახსენები “გარდმოათხია” და “აღმოაბოყინა”, მაგრამ როგორც ბრძანებს თავი მოციქულთა წმ. პეტრე: “სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა”(მეორე ეპისტოლე პეტრესი, თ. 2, მ. 22). ამდენად, ინაშვილი შეეშვას იმ საკითხებით სპეკულაციას, რაც არ ესმის და რუსული იმპერილისტური ინტერესების ლობირებას საქართველოში.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე
8.02.2019

banner
წინა სტატიაშიუკრაინას პრეზიდენტობის 44 კანდიდატი ყავს
შემდეგი სტატიასტამბოლში ჩამონგრეული სახლის ნანგრევებში 48 საათის შემდეგ გადარჩენილი დაშავებული იპოვეს