სტამბოლის ტერაქტზე ქურთულმა “თავისუფალების ქორებმა” აიღეს პასუხისმგებლობა

სტამბოლის ტერაქტზე ქურთულმა

4დაჯგუფება “ქურდისტანის თავისუფლების ქორებმა” აიღო პასუხისმგებლობა ტერაქტზე, რომელიც 7 ივნისს თურქეთის სტამბოლში მოხდა – ამის შესახებ დღეს Reuters-ი წერს.
განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა, ნათქვამია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა აამოქმედა.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ისტორიულ რაიონში, გაჩერებასთან ახლოს პარკირებული მანქანა აფეთქდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, რომცა მანქანასთან პოლიციელებით სავსე ავტობუსი გამოჩნდა. ტერაქტს 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 სამართალდამცველი. 36 ადამიანი დაშავდა.
“ქურდისტანის თავისუფლების ქორები” ქურთული ნაციონალისტური დაჯგუფებაა თურქეთში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით დამოუკიდებლობისათვის იბრძვის. მათი სახელით ტერაქტები 2004 წლიდან ეწყობა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: სტიქიის სალიკვიდაციოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში 90 მილიონი იქნა მოზილიზებული
შემდეგი სტატიამოსალოდნელი წყალდიდობის თავიდან აცილებისათვის მდინარე ვერეზე განგაშის სისტემა დამონტაჟდა