მოსალოდნელი წყალდიდობის თავიდან აცილებისათვის მდინარე ვერეზე განგაშის სისტემა დამონტაჟდა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მოსალოდნელი სტიქიის თავიდან აცილების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, მდინარე ვერეზე ჰიდრომეტეოროლოგიური ღონისძიებები განხორციელდა.

მისი თქმით, მდინარეზე დამონტაჟდა ქ.თბილისის მერიის მიერ შეძენილი წინასწარი შეტყობინების (განგაშის) სისტემა.

“განლაგდა ატმოსფერული ნალექების მზომი მეტეოროლოგიური საგუშაგოები და მდინარეში წყლის დონის მზომი ჰიდროლოგიური საგუშაგოები, რათა თავი დავიზღვიოთ და მაქსიმალურად ვიყოთ მზად მომავალში მსგავსი სახის მოვლენების თავიდან ასაცილებლად. მომზადდა მდ. ვერეს ხეობის სივრცით ტერიტორიული განვითარების კონცეფცია, რომლის თანახმადაც, მდ. ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს მზიურის პარკის პროექტირება, რომლის შემდეგაც დაგეგმილია პარკის მშენებლობა”, – განაცხადა ნარმანიამ “ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშისტამბოლის ტერაქტზე ქურთულმა “თავისუფალების ქორებმა” აიღეს პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატიაკლინტონის ტრამპისადმი თხოვნამ აკაუნტის წაშლაზე, რეკორდული რეტვიტი გამოიწვია