ნოდარ ხადური: სტიქიის სალიკვიდაციოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში 90 მილიონი იქნა მოზილიზებული

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მაღალი დონით შესრულდა.

მინისტრის განმარტებით, სტიქიის შედეგების სალიოკვიდაციოდ, უპრეცენდენტო ერთიანობა გამოავლინა როგორც ბიზნესმა, ასევე ხელისუფლებამ და მეგობარმა სახელმწიფოებმა.

“სტიქიის სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 90 მილიონი და მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი გადაეცა თბილისის ბიუჯეტს, შესაბამისად, მოხდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსება. სახელმწიფოს გარდა, რეგიონული განვითარების და სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხები, ასევე გაუკეთდა ორგანიზება შემოწირულობებს, მათ შორის, კერძო შემოწირულობებს, რომ შესულიყო ბიუჯეტში და გამჭირვალედ დახარჯულიყო”, – აღნიშნა ხადურმა.

მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების გზების და ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდა.

banner
წინა სტატიაშიმედია “ისლამური სახელმწიფოს” მეთაურის, ალ-ბაღდადის დაჭრაზე საუბრობს
შემდეგი სტატიასტამბოლის ტერაქტზე ქურთულმა “თავისუფალების ქორებმა” აიღეს პასუხისმგებლობა