“სრულიად უზნეობად მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები ტრაგედიის დროს იწყებენ პოლიტიკური დივიდენდების მოგროვებას”

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

უზნეობად მიმაჩნია, როდესაც პოლიტიკოსები ტრაგედიის დროს იწყებენ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას – ეს განცხადება, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააკეთა. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გუშინ ხანძრის დროს პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ბესელია ამბობს, რომ პოლიტიკა არ შეიძლება იყოს დაცლილი მორალური მხარისგან. ბესელია ამბობს, რომ ელიავას ბაზრობაზე ხანძართან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გამოძიება უნდა გასცეს.

“სრულიად უზნეობად მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები ტრაგედიის დროს იწყებენ პოლიტიკური დივიდენდების მოგროვებას. ხდება პოლიტიკური მანიპულაცია. პოლიტიკა არ შეიძლება იყოს დაცლილი მორალური მხარისგან, მესმის კანდიდატების მძაფრი სურვილი, რომ ასეთი სიტუაცია სათავისოდ გამოიყენონ მაგრამ მერწმუნეთ, რომ ასეთი რამ საზიანოდ მოქმედებს. როდესაც ადამიანს უჭირს და შენ შენი ინტერესებით პროცესში ერთვები, ეს არის სრულიად მიუღებელია”, – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიგორში ველოსიპედით მოძრავ მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა
შემდეგი სტატიაშს მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი დირექტორი დანიშნა