შს მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი დირექტორი დანიშნა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 76 წლის ქალბატონი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა. შს მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს თავდადებისა და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე ოპერატიული და მაღალპროფესიონალური რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი დირექტორი – პოლიციის პოლკოვნიკი, ნიკოლოზ სირაძე წარუდგინა.

შს მინისტრმა ნიკოლოზ სირაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, მასთან სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა.

ნიკოლოზ სირაძეს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

banner
წინა სტატიაში“სრულიად უზნეობად მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები ტრაგედიის დროს იწყებენ პოლიტიკური დივიდენდების მოგროვებას”
შემდეგი სტატიაარავინ იცის, კიდევ რომელი ობიექტი დაიწვება ,,უხერხულად” და საერთოდ, რამდენ ხანს ვიცხოვრებთ უხერხულად ამ უხერხულ ქვეყანაში