„სრული საერთაშორისო მხარდაჭერა ექნება ქართველი საზოგადოების მიერ გამოხატულ მყარ ნებას, რომლის იგნორირებაც იქნება შეუძლებელი ივანიშვილის რეჟიმისთვის“ – გიგა ბოკერია

„გადამწყვეტი იქნება ის თუ რა მოხდება ხვალ არჩევნებზე ჩვენი ხალხის მხრიდან“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის „ევროკავშირის“ სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა

„შეხვედრაზე, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც იყო განხილული, გახლდათ ქართველი საზოგადოების მიერ თავისუფალი ნების გამოხატვა და ამ თავისუფალი ნებისთვის შექმნილი საფრთხე ივანიშვილის რეჟიმის სახით. ეს არის ის, რაც უნდა იცოდნენ და იციან ჩვენმა პარტნიორმა და თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებმა, ვინც არიან საქართველოს მოკავშირეები. რა თქმა უნდა, ვითარება არ იცვლება იმით, რომ დღეს ჩვენ გვაქვს მეტი საერთაშორისო ყურადღება ადგილზე, ვიდრე ეს იყო 1 წლის წინ. ეს არის დადებითი ფაქტორი, თუმცა გადამწყვეტი იქნება ის თუ რა მოხდება ხვალ არჩევნებზე ჩვენი ხალხის მხრიდან. ამის შემდეგ, რაც შემიძლია გითხრათ ამ შეხვედრაზე დაყრდნობით, რომ სრული მხარდაჭერა ექნება ქართველი საზოგადოების მიერ გამოხატულ მყარ ნებას, რომლის იგნორირებაც იქნება შეუძლებელი ივანიშვილის რეჟიმისთვის.“ – განაცხადა ბოკერიამ

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციური სპექტრი „ევროკავშირის“ სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაში„ევროპარლამენტარების ინფორმირება ჩვენთვის საკვანძოდ მნიშვნელოვანია, რადგან რისკები არჩევნების პროცესში შემცირდეს – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა