„ევროპარლამენტარების ინფორმირება ჩვენთვის საკვანძოდ მნიშვნელოვანია, რადგან რისკები არჩევნების პროცესში შემცირდეს – გიგა ბოკერია

„მათი ხედვა, პრაგმატული და მორალური ინტერესია, რომ საქართველო იყოს სუვერენული, თავისუფალი ქვეყანა დემოკრატიით და იყოს ფორტპოსტი პუტინის ავტორიტარული რეჟიმის აგრესიის წინააღმდეგ“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ.

„ამ ადამიანების დიდი ნაწილი არიან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, მათი ხედვა, პრაგმატული და მორალური ინტერესია, რომ საქართველო იყოს სუვერენული, თავისუფალი ქვეყანა დემოკრატიით და იყოს ფორტპოსტი პუტინის ავტორიტარული რეჟიმის აგრესიის წინააღმდეგ, მთელი ცივილიზებული სამყაროს კონტექსტში, ამიტომ მათი ინფორმირება ჩვენთვის საკვანძოდ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა მათი აქ ყოფნა, 2020 წლის არჩევნებისგან განსხვავებით დამკვირვებლების დიდი რაოდენობით აქ ყოფნა არის შემამსუბუქებელი ფაქტორი რისკების, ყველანაირად პოზიტიურია მათი აქ ყოფნა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ბედს გადაწყვეტს საქართველოს მოსახლეობა ზეგ.“ – განაცხადა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაში„არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფება სააკაშვილი, ჩვენი ამოცანა, რომ ამ არჩევნებში ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს, არ იცვლება“ – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატია„სრული საერთაშორისო მხარდაჭერა ექნება ქართველი საზოგადოების მიერ გამოხატულ მყარ ნებას, რომლის იგნორირებაც იქნება შეუძლებელი ივანიშვილის რეჟიმისთვის“ – გიგა ბოკერია