“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არასდროს ყოფილა” – ფინანსთა მინისტრი მამუკა ხაზარაძეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 13, 2019 12:21

“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არასდროს ყოფილა” – ფინანსთა მინისტრი მამუკა ხაზარაძეს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პოლიტიკური მოძრაობის “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ბიზნესში უხეშ ჩარევასთან დაკავშირებით გამოეხმაურა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ბიზნესი ისეთი თავისუფალი როგორიც ახლა არის საქართველოში არასოდეს არ ყოფილა.

“კიდევ გიმეორებთ, რაც ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება გამოცხადდა, ჯერ კიდევ კომერციული მაღაზიები დაიწყო სარდაფებში, აი, იქიდან მოყოლებული დღემდე, ასე თავისუფალი არ ყოფილა ბიზნესი. ამას იმიტომ არ გეუბნებით, რომ მთავრობის წევრი ვარ, შეიძლება, დღეს ვარ ხვალ არ ვიყო მთავრობის წევრი. თუ აქ ცხოვრობდა ამ წლების განმავლობაში ადამიანი და ამ სფეროსთან შეხება ჰქონდა, ამას დაადასტურებს, ეს ფაქტია. იქნება გამონაკლისი, რამე ქეისი, ვიღაცას რაღაც პრობლემა, გამოიტანოს სააშკარაოზე, დაასაბუთოს და ვილაპარაკოთ” – აღნიშნა მაჭავარიანმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 13, 2019 12:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics