პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის
ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 1998 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს ცივი იარაღით
სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ
დროისთვის სტაბილურია.

პოლიციამ ლ.კ. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავა. დანაშაულის ჩადენის
იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს
19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმე მგონია, რომ ხაზარაძის პარტია მალე იტყვის, რომ არ დადგება არც ერთ შემთხვევაში ივანიშვილთან – გიცირიძე
შემდეგი სტატია“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არასდროს ყოფილა” – ფინანსთა მინისტრი მამუკა ხაზარაძეს