“სრული დაუსჯელობა, კორცხელიდან მოყოლებული”- ტუღუში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

“ქართული ოცნების” ოფისში მომხდარ ფაქტს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი “ქვეყანაში არსებულ დაუსჯელობის სინდრომს” უკავშირებს.

გიორგი ტუღუში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მომხდარის დროულ გამოძიებას ითხოვს.

„გამოძიება დაიწყეს, მაგრამ არც ერთი მათგანი დაკავებული არ არის. ჩვენ ვართ, პირველ რიგში, ნაციონალური მოძრაობა დაინტერესებული, რომ ეს პირები დროულად, მკაცრად დასაჯონ. არის სრული დაუსჯელობა, კორცხელიდან მოყოლებული საუკეთესო ტესტი, რომ დაგვიმტკიცონ, რომ ისინი ნამდვილად ზრუნავენ მშვიდობიან საარჩევნო გარემოზე, გადის იმაზე, რომ დასაჯონ ყველა ის ადამიანი, რომელიც არღვევს ჩვენს უფლებებს და უშუალოდ ძალადობს ჩვენს ოფისებზე ძალადობა წინასაარჩევნო პერიოდში, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ნებისმიერი მისი ფორმის მიუხედავად,“ – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები “ქართული ოცნების” მაისურებში გადაცმულები, ცეცხლსასროლი იარაღით, საარჩევნო შტაბში მივიდნენ და პროვოკაციის მოწყობა სცადეს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სევდია უგრეხელიძის განცხადებით კი “ქართული ოცნების” ბრალდებები, თითქოს ენმ-ის წევრებმა პროვოკაციები მოაწყვეს, სრული აბსურდია.

banner
წინა სტატიაშიმადონა რუსეთში აღარ ჩაატარებს კონცერტს
შემდეგი სტატიარუსეთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო იქმნება