მადონა რუსეთში აღარ ჩაატარებს კონცერტს

მადონა რუსეთში აღარ ჩაატარებს კონცერტს

11პოპის დედოფალი მადონა, “Rebel Heart Tour”-ის ფარგლებში რუსეთში კონცერტს არ ჩაატარებს. გადაწყვეტილების მიღების ირიბი მიზეზი დონბასის კონფლიქტია, ძირითადი მიზეზი კი, რომლის გამოც მადონამ უარი თქვა ზოგადად რუსეთში კონცერტის გამართვაზე, სექსუალური უმცირესობების უფლებების დარღვევაა.
“არასდროს გამოვჩნდები მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში. არ მინდა გამოვიდე ისეთ ადგილებში, სადაც ჰომოსექსუალიზმი დანაშაულის ტოლფასია” – განაცხადა მადონამ.
ადრე რუსმა პოლიტიკოსმა ვიტალი მილონივმა მადონას “პირფერი დედაკაცი” უწოდა და მას მას ბრალი დასდო იმაში, რომ მომღერლის პრიორიტეტი გეია და არა ბავშვები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტისგან ზარალდებიან.
მადონა რუსეთში უკანასკნელად 2012 წელს გამოვიდა.

banner
წინა სტატიაშიქართული სამხედრო ავიაცია 24 წლის გახდა
შემდეგი სტატია“სრული დაუსჯელობა, კორცხელიდან მოყოლებული”- ტუღუში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს