სროლა ყაზბეგის ქუჩაზე- კილაძე ინციდენტს ნარკოდანაშაულის სქემის გამოაშკარავებას უკავშირებს

ჟურნალისტი ელისო კილაძე მის მიერ ნარკოტიკების გასაღების მასშტაბური სქემის გამოაშკარავებას უკავშირებს გუშინ, 6 მარტს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ყაზბეგის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს.

სროლა იმ ობიექტთან მოხდა, სადაც ჟურნალისტი იმყოფებოდა.

“შემთხვევა მოხდა ყაზბეგის გამზირზე, დაახლოებით 2 -დან 3- ის ნახევრამდე, როდესაც მე მივედი სილამაზის სალონში. როდესაც მანქანიდან გადმოვედი კუთხეში, მაშინვე საეჭვო ადამიანი შევნიშნე, რომელიც ყურადღებით უსმენდა ჩემი და ჩემი თანმხლები პირის საუბარს. მოხდა გასროლა. გასროლის ხმა იყო. გამოძიება დაიწყო და მეუბნებიან, რომ 32 წლის გიორგი იანტბელიძე უნდა გამოცხადდეს აღიარებითი ჩვენებით, რომ ის აივანზე იმყოფებოდა, წმენდდა სანადირო თოფს და შალითაში ჩადების დროს შემთხვევით გაუვარდა. ასეთი რამ არ ხდება, არც სანადირო თოფს წმენდენ, როდესაც ვაზნებია მასში და არც შალითაში დებენ ვაზნებიან თოფს” – ამბობს ელისო კილაძე.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო [იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება].

banner
წინა სტატიაშიLion Development თბილისში მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
შემდეგი სტატიასასამართლომ “კანონიერ ქურდობაში”, “ქურდული სამყაროს” წევრობასა და “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო