სასამართლომ “კანონიერ ქურდობაში”, “ქურდული სამყაროს” წევრობასა და “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და “კანონიერ ქურდობაში“, “ქურდული სამყაროს“ წევრობასა და “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული ათი პირი დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, “ქურდული სამყაროს“ წევრებმა თბილისში „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, სადაც ფინანსური დავა განიხილეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს 80 000 ლარის გადახდა დააკისრეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, “კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით, “ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულ 3 პირს – 8 წლით, ხოლო 5 პირს – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული ათი პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ,,კანონიერი ქურდის“ დავალებით და დისტანციურად მონაწილეობით, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა თბილისში „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, სადაც ფინანსური დავა განიხილეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს 80 000 ლარის გადახდა დააკისრეს.

პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223’-ე მუხლის მეორე ნაწილით, ხოლო ცხრა პირს – სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.

რაც შეეხება ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე კიდევ ერთ ბრალდებულს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქმედება გადაკვალიფიცირდა ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერად და სასჯელის სახით 3 წლით და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განესაზღვრა. დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნულ პირთან მიმართებაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს” – აცხადებს პროკურატურა

banner
წინა სტატიაშისროლა ყაზბეგის ქუჩაზე- კილაძე ინციდენტს ნარკოდანაშაულის სქემის გამოაშკარავებას უკავშირებს
შემდეგი სტატიაtvპირველი: “ფქვილი სად მიდის პოსლე…? – რაზე ისაუბრა ვოლსკიმ ხიდაშელთან