საგამოძიებო: პოლიციის მხრიდან ქაცარავაზე უფლებამოსილების გადამეტებაზე გამოძიება დავიწყეთ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პოლიციის მხრიდან ნაცემ დავით ქაცარავაზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი დავით ქაცარავას ცოლის მიერ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინება გახდა, სადაც მან განაცხადა, რომ მის მეუღლეს დაკავებისას პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიცია სასტიკად გაუსწორდა. ის რამდენიმე საათის წინ ძალის გამოყენებით დააკავეს.

ამჯამად ქაცარავა კლინიკაშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი: შემაშფოთებელია ქაცარავაზე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფორმები
შემდეგი სტატიამაიკლ როთი პარლამენტთან აქციაზე – ჩვენ არ გვსურს საქართველოს რუსიფიკაცია, გვინდა, რომ ქვეყანას ჰქონდეს რეალური შანსი, გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი, რადგან თქვენ უკვე ხართ ევროპელები