სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ახალი კანონის მიზანია მისი ადრეულ ეტაპზე პრევენცია

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 18, 2019 16:33

სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ახალი კანონის მიზანია მისი ადრეულ ეტაპზე პრევენცია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტზე, ასევე ჯანდაცვის კომიტეტზე ახალი საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომელიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებას ისახავს მიზნად.

„ეს გახლავთ სრულიად ახალი კანონი სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომლის მიზანია ამ დანაშაულის ადრეულ ეტაპზე პრევენცია, დანაშაულის ჩამდენი პირების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ჩვენ ვამკაცრებთ პასუხისმგებლობას სქესობრივი დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ. განსაკუთრებით იმ პირთა მიმართ, რომლებიც ამ დანაშაულს არასრულწლოვნების მიმართ ჩადიან. მაგალითად, არასრულწლოვნის გაუპატიურებაზე სანქცია გავზარდეთ და მათ შორის უვადო თავისუფლების აღკვეთა იქნება კანონით გათვალისწინებული, მას შემდეგ რაც ეს კანონი ამოქმედდება. გარდა ამისა, სქესობრივი დანაშაულების ჩამდენ პირებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოერთმევათ მთელი რიგი უფლებები, რომლის კონტროლი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სამინისტროების მიერ განხორციელდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ მსჯავრდებულ პირთა ბაზა, სადაც დაცული იქნება ამ პირების შესახებ მონაცემები და ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები, ვაკონტროლოთ როგორც მსჯავრდების შემდგომ, ისე მათი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა ავიცილოთ თავიდან. ამ კანონში კიდევ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე.“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 18, 2019 16:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,702
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics