სპეცსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ტრამპს გამოსვლის გამო აკრიტიკებს

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ჯონ ბრენანი ქვეყნის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სპეცსამსახურების შტაბ-ბინაში ვიზიტის გამო აკრიტიკებს – ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა ნიკ შაპირომ “ტვიტერის” გვერდზე 22 იანვარს გამოაქვეყნა.
“ბრენანი ღრმად დამწუხრებული და გაბრაზებულია იმის გამო, რომ დონალდ ტრამპმა გულისამრევი თვითდაფასების დემონსტრირება მოახდინა მემორიალურ კედელთან, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს გმირებს ეძღვნება” – დაწერა შაპირომ და დაამატა, რომ ბრენანის სიტყვებით, ტრამპს უნდა რცხვენოდეს მომხდარის გამო.
ამერიკის პრეზიდენტმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო 21 იანვარს მოინახულა. ის სამმართველოს თანამშრომლების წინაშე სიტყვით გამოვიდა და მათ “ნამდვილად ძვირფასი და მნიშვნელოვანი სპეციალისტები” უწოდა, მან უარყო ინფორმაცია, რომ ის სპეცსამსახურებისადმი მტრულად არის განწყობილი და მას “მედიის მიერ გამოგონილი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი მის წინააღმდეგ პროტესტს გამოეხმაურა
შემდეგი სტატიარომის პაპმა ტრამპის შეფასებაზე უარი თქვა