რომის პაპმა ტრამპის შეფასებაზე უარი თქვა

აშშ-ს ახალი პრეზიდენტის მოღვაწეობის შეფასება ჯერ ადრეა, მის მომდევნო მოქმედებებს აუცილებლად უნდა დაველოდოთ – დღეს რომის პაპმა ფრანცისკემ გაზეთ El Pais-თან ინტერვიუში თქვა. “ვნახოთ, რას იზამს” – თქვა პაპმა და ხაზი გაუსვა, რომ შეფასება ჯერ ადრეა. ამასთანავე, მან განაცხადა, რომ მსოფლიოში პოპულიზმი დიდი დოზით იმატებს. “კრიზისი შიშს და საფრთხეს პროვოცირებს. ვთვლი, რომ ევროპული პოპულიზმის აშკარა მაგალითად შეგვიძლია 1933 წლის გერმანია მოვიყვანოთ” – თქვა პაპმა და გაიხსენა, რომ “იმ დროს გერმანია რთულ მდგომარეობაში იყო, მას ფეხზე დადგომა სჭირდებოდა, ამ დროს მოვიდა ახალგაზრდა კაცი, სახელად ადოლფ ჰიტლერი, რომელმაც თქვა “მე შემიძლია, მე შემიძლია”. გერმანელებმა მას მხარი დაუჭირეს. მას ხელისუფლება არ მოუპარავს, მას ხალხმა მისცა ხმა და იმავე ხალხმა ის გაანადგურა” – თქვა რომის პაპმა.

banner
წინა სტატიაშისპეცსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ტრამპს გამოსვლის გამო აკრიტიკებს
შემდეგი სტატიაიტალიის მთავრობა Charlie Hebdo-ს ზვავის თემაზე გაკეთებული კარიკატურის გამო სასამართლოში უჩივლებს