სპეცოპერაციისას დაზიანებული ბინების რეაბილიტაციას 3-4 თვე დასჭირდება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 19, 2017 12:50

სპეცოპერაციისას დაზიანებული ბინების რეაბილიტაციას 3-4 თვე დასჭირდება

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დანგრეული 5-6 ბინის რეაბილიტაციას დახლოებით 3-4 თვე დასჭირდება, – ამის შესახებ ისნის რაიონის გამგებელმა კახაბერ ლაბუჩიძემ განაცხადა.
მისი თქმით დანარჩენ 2-3 ბინის აღდგენას თვენახევარი დასჭირდება.

რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯს, ამაზე პასუხი 2-3 დღეში იქნება ცნობილი.

ისნის რაიონის გამგეობის ცნობით, კორპუსში სპეცოპერაციის დროს დაზიანებული ლიფტი აღდგა, დამონტაჟდა გაზის ახალი მილები და მოწესრიგდა ელექტროენერგიის ხაზები.

7 დეკემბერს, თბილისის მერი ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაზიანებულ კორპუსში იმყოფებოდა. კახა კალაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებებმა მუშაობა დაასრულეს, რის შემდეგაც ბინებში უკვე დასუფთავების სამსახური შევიდა და დაზიანებული საცხოვრებლები დაასუფთავა.

სპეცოპერაცია, 22 ნოემბერს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი მოკლულია. სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია.

სპეცპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 19, 2017 12:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics