ბაგა-ბაღების ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა განახევრდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ჯგუფებში აღსაზრდელების რაოდენობა განახევრდება.

“ბაღები უნდა განვტვირთოთ. 13 ბაღის გახსნას და 10 ბაღის მშენებლობას ვგეგმავთ. თითოეული 400 ბავშვზეა გათვლილი. მოთხოვნა უფრო მაღალია. წელს მოთხოვნა 95 %-ით დავაკმაყოფილეთ”, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.

თბილისის 161 საბავშვო ბაგა-ბაღში 61 000-ზე მეტი აღსაზრდელია.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაციისას დაზიანებული ბინების რეაბილიტაციას 3-4 თვე დასჭირდება
შემდეგი სტატიასააკაშვილი აქციებს დროებით წყვეტს