სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ვანო გოლოშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ვანო გოლოშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. გარდაცვლილს ხვალ დილით ქაშვეთის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც პანაშვიდი გაიმართება. დაღუპულ სპეცრაზმელს ტაძრიდან 14.00 საათზე გამოასვენებენ.

21-22 ნოემბერს, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა 4 სამართალდამცველი. დაჭრილთაგან ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და ლიკვიდირებულია – 3.

banner
წინა სტატიაშიზურა პატარაძე – მეც მაქვს ინფორმაცია, რომ სასტუმრო „ლეოგრანდი“ დაჯარიმებული იყო
შემდეგი სტატიააჭარის კრიმინალური პოლიციის უფროსი “ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძარზე – ვინც საჭიროა და ვინც მოწმის სახით არის დასაკითხი, ყველა იკითხება