სპეცოპერაცია ვარკეთილში – სინთეტიკური ნარკოტიკით ვაჭრობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკვეს ​

სპეცოპერაცია ვარკეთილში – “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, სინთეტიკური ნარკოტიკით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა ქალია.
ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მას სამართალდამცველები ელოდებოდნენ, რადგან იგი გამოჩენისთანავე აიყვანეს.
სამართალდამცველებმა ის მანქანაც დალუქეს რითიც გოგონა ადგილზე მივიდა.
ადგილობრივების თქმით, მათ ის პირველად ნახეს, ვისთან მიდიოდა ან ცხოვრობს თუ არა ამ უბანში დეტალები არ იციან.
ვარკეთილში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო სავარაუდოდ დღეს გააკეთებს განმარტებებს.

banner
წინა სტატიაშიმელანია ტრამპი თავის პოლიტიკურ ინიციატივებზე ისაუბრებს
შემდეგი სტატიათბილისში არასრულწლოვანი ჩაცმულობის და გარეგნობის გამო სცემეს – დაკავებულია ორი პირი