სპეცოპერაცია ფონიჭალაში – ერთერთი ადგილობრივი, სავარაუდოდ, ნარკოტიკის გასაღებისას აიყვანეს

სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ერთი კაცი უკვე დააკავეს.

42 წლის კაცი საკუთარ სახლში, სავარაუდოდ, ნარკოტიკის გასაღების დროს დააკავეს, თუმცა, დაკავებულის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ნარკოტიკი ჩაუდეს.

“არ ვიცი, გავიდა სახლიდან, შედიოდა გარაჟში, შეყვა ორი კაცი და ჩემი შვილი ყვიროდა, ჩამიდეს ნარკოტიკიო”, – ამბობს დაკავებულის დედა.

ფონიჭალაში, დაკავებულის სახლთან, ამ დრომდე პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული არეალი და აყვანილი პირის ავტომანქანის ჩხრეკა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში 8 თვის ბავშვი დაიღუპა – მშობლები გამოკითხვაზე გადაიყვანეს
შემდეგი სტატიანინა ზარქუა “ მთავარ არხზე” გასულ რეპორტაჟს ეხმაურება